მასკი 2022 წელს ათეულობით თანამგზავრს გაგზავნის

Starship-ის კოსმოსური ხომალდის პროტოტიპის პირველი ორბიტალური ფრენა მარსზე მისიებისთვის შესაძლოა 2022 წლის იანვარში განხორციელდეს. ამის შესახებ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა.

SpaceX მთვარეზე და მარსზე მისიებისთვის, სავარაუდოდ, Starship-ის რაკეტებს გამოიყენებს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ უკვე რამდენჯერმე შეასრულა სატესტო ფრენები. Starship-ის ფრენის ყველა ტესტიდან მხოლოდ ბოლო აღმოჩნდა წარმატებული.

Starship შემდგომში Falcon რაკეტებს ჩაანაცვლებს, რომელსაც ამჟამად მასკი კოსმოსური ხომალდებისა და თანამგზავრების გასაშვებად იყენებს.