მასობრივი ქორწინება პირბადეებით - ტრადიციული რიტუალის უჩვეულო ფორმა - VIDEO

ფილიპინებზე პირბადეებით აღჭურვილმა ასობით წყვილმა იქორწინა. მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსის საშიშროებაა. 

თავდაცვის ზომები ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამაც მიიღო. მათ ქორწინების მსურველებს წინასწარ ჩაუტარეს ჯანმრთელობის გამოკვლევა და რიტუალში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

მასობრივი ქორწინება ფილიპინების ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა. წელს ამ ფორმით 220 წყვილი დაქორწინდა.