მეცნიერებმა 90-კილომეტრიანი ელვა დააფიქსირეს

კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და აშშ-ს დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბუნებაში ყველაზე მძლავრი ელვის დაფიქსირება შეძლეს. ეს მოვლენა მხოლოდ ტროპიკებში ფიქსირდება. ელვის სიმაღლემ 90 კილომეტრი შეადგინა. მის ქვედა ნაწილს ცისფერი შეფერილობა აქვს, ზემოთ კი წითლდება და განშტოებებს იძენს.