მეცნიერებმა გრენლანდიაში დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს

მეცნიერთა ჯგუფმა გრენლანდიაში დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე 214 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Phys.org წერს.

გამოცემის ცნობით, სახეობა Issi saaneq-ის სახელით არის ცნობილი, რომელიც ითარგმნება როგორც „ცივი ძვალი“.

დინოზავრის ამ სახეობის ნაშთები პირველად 1994 წელს ჰარვარდის პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს.  მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ისინი პლატეოზავრებს - გრძელყელა დინოზავრს - ეკუთვნის, რომელიც  თანამედროვე გერმანიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე ტრიასის პერიოდში ცხოვრობდა.

მეცნიერებმა  ცხოველის შიდა სტრუქტურებისა და ძვლების 3D მოდელი შექმნეს. აღმოჩნდა, რომ ნაპოვნი ორი თავის ქალას ანატომია მრავალი ასპექტით უნიკალურია, კერძოდ, ძვლების ფორმითა და პროპორციით.