მეცნიერებმა "თხევადი“ რობოტები შექმნეს - VIDEO

აშშ-ში, ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა  „თხევადი“ რობოტები შექმნეს, რომლებიც ავტონომიურად და განუწყვეტლივ, ქიმიურ ხსნარში ნაწილობრივ ჩაძირულები მუშაობენ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Independent წერს.

Liquibot-ის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის ორგანიზმში წამლების მიწოდებისთვის. თვითმოძრავი თხევადი რობოტი პატარა ღია ჩანთას ჰგავს, რომლის დიამეტრი მხოლოდ 2 მმ-ია.

"ჩვენ დავძლიეთ ბარიერი თხევადი რობოტული სისტემის შემუშავებაში, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმუშაოს. არ გვჭირდება  რობოტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან ისინი ენერგიას ან „საჭმელს“ ქიმიურად გარემოდან იღებენ", - განაცხადა ბერკლის ლაბორატორიის მასალების მეცნიერების განყოფილები მკვლევარმა, ტომ რასელმა.

შემდგომ კვლევებში მეცნიერები  შეაფასებენ, თუ როგორ შეიძლება ლიკვიბოტების გამოყენება სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად.