მკვლევარებმა 4000 წლისწინანდელი კულინარიული რეცეპტები გაშიფრეს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 4 ფირფიტა გაშიფრეს, რომელზეც რაგუს, სუპებისა და ნამცხვრების რეცეპტები იყო ამოტვიფრული.

3 ფირფიტა, დაახლოებით, ჩვენს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1730 წლებით თარიღდება. მანამდე სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ისინი სამედიცინო ტექსტებს შეიცავდა.

მკვლევარების თქმით, ბაბილონური სამზარეულოს ტრადიციები საკმაოდ პოპულარულია, შესაბამისად, ახალი აღმოჩენა კულინარიულ რეცეპტებს გაამდიდრებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ოთხივე ფირფიტა ძველი მესოპოტამიის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.