მკვლევარებმა 1717 წელს ჩაძირულ გემზე მეკობრეების ძვლები აღმოაჩინეს

კეიპ-კოდის სანაპიროზე ჩაძირული გემის ნარჩენებში მინიმუმ 6 მეკობრის ჩონჩხსაც მიაკვლიეს.

სავარაუდოდ, ნეშტი ნაპოვნია Whydah-ის ჩაძირვის ადგილიდან, რომელმაც კატასტროფა 1717 წელს ქალაქ ველფლიტის მახლობლად განიცადა.

Whydah-ს მეკობრეების მუზეუმის მკვლევარების თქმით, ძვლები რამდენიმე დიდ კონკრემენტში და გამაგრებულ მინერალებში აღმოაჩინეს. 

ნარჩენებს  არქეოლოგთა გუნდი იკვლევს, რომელსაც წყალქვეშა მკვლევარი ბარი კლიფორდი ხელმძღვანელობს. სწორედ მან აღმოაჩინა Whydah 1984 წელს.

”ვიმედოვნებთ, რომ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგია დაგვეხმარება ამ მეკობრეების იდენტიფიკაციაში და შემდეგ მათ შთამომავალებს მოვძებნით”, - განაცხადა კლიფორდმა.