მოქალაქე პენსიონრებს მანქანით უფასო მგზავრობას სთავაზობს

თბილისში მცხოვრებ პენსიონრებს, ვისაც სამედიცინო დაწესებულებებში გადაადგილება სჭირდებათ და ტაქსიში გადასახდელი თანხა არ აქვთ, მოქალაქე გიორგი მამასახლისი დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული, მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით უ ფ ა ს ო დ.

თავისუფალი ვარ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს”, – წერს გიორგი მამასახლისი.

ამ პოსტს ათასობით "ლაიქი" და კომენტარი მოჰყვა.