მოყვარულმა ასტრონომმა იუპიტერის ახალი თანამგზავრი აღმოაჩინა

მოყვარულმა ასტრონომმა, კაი ლუმ  იუპიტერის ახალი მთვარე აღმოაჩინა, რითაც პლანეტის თანამგზავრების რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

იუპიტერს  ოთხი დიდი გალილეური მთვარე და მრავალი პატარა თანამგზავრი აქვს. ეს უკანასკნელი შეიძლება ზომით ძალიან პატარა იყოს.

ლუმ იუპიტერის თანამგზავრის აღმოსაჩენად  3,6 მეტრიანი CFHT-ის ტელესკოპი გამოიყენა, რომელსაც პროფესიონალი ასტრონომები მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ. 

ახლად აღმოჩენილი თანამგზავრი იუპიტერის გარშემო სრულ შემობრუნებას 1,9 დედამიწის წელიწადს ანდომებს.