მოწევა ვაქცინირებულებში ანტისხეულების წარმოქმნას აფერხებს

დოკესა და ჯიჩის სამედიცინო უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ვაქცინირებულ პირებში ანტისხეულების წარმოქმნის ხელისშემშლელი ფაქტორები დაადგინეს. შესაბამისი კვლევა სამედიცინო გამოცემა medRxiv-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა 378 ჯანდაცვის მუშაკის ანალიზები შეისწავლეს, რომელთა ვაქცინაციიდან სამი თვე იყო გასული. ექსპერიმენტებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ ფაქტორებზე: ვაქცინირებულის ასაკი, სამედიცინო ისტორია და მათი მავნე ჩვევები.

როგორც კვლევამ აჩვენა, ვაქცინაციის შემდეგ, ანტისხეულების განსაზღვრის გადამწყვეტი ფაქტორი ვაქცინირებულთა ასაკი და მოწევა გახდა. 

ანტისხეულების კონცენტრაცია  მწეველ მოხალისეთა სისხლში ნორმაზე 140-250 ერთეულით დაბალი აღმოჩნდა. 

იმუნოლოგთა აზრით, მოწევის შეწყვეტას შეუძლია  ვაქცინის  ეფექტურობა გააუმჯობესოს.