მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთარში პირვლად დალაშქრეს

მთამსვლელებმა მსფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე პირველად დალაშქრეს. 

ექსპედიციაში, მონაწილეობას 48 მთამსვლელი იღებდა. წელიწადის ამ დროს მწვერვალზე ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ქარის სიჩქარე მატულობს, რის გამოც აქამდე ზამთარში ის არავის დაულაშქრავს. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ექსპედიციის დროს ერთი მთამსვლელი დაიღუპა.