მსოფლიოში უდიდესი ტრიცერატოფსის ჩონჩხი აუქციონზე იყიდება

66 მილიონი წლით დათარიღებული ტრიცერატოფსი სახელად "დიდი ჯონი" აუქციონზე 1.4 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი RobbReport წერს.

აუქციონზე გაიყიდება საფრანგეთში, 21 ოქტომბერს გაიმართება.

მსოფლიოში უდიდესი ტრიცერატოფსის სიგრძე  8 მეტრია, სიგანე - დაახლოებით 3 მ, ხოლო წონა - 700 კგ.

მას სამი რქა აქვს, მათ შორის ერთი პატარა ზომის, ხოლო ორი დიდი, რომლის სიგრძეც 1,1 მეტრს აღწევს, ხოლო სისქე 30 სმ-ია. მეცნიერთა აზრით, მისი რქები იმდენად ძლიერი იყო, რომ 16 ტონა წნევას უძლებდა.