NASA-მ იუპიტერის ატმოსფეროს პირველი 3D სურათი შექმნა

NASA-ს მკვლევარებმა  იუპიტერის ატმოსფეროს პირველი 3D სურათი შექმნეს. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის მერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

სურათი კოსმოსური ხომალდის Juno-ს მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით შეიქმნა

კოსმოსური ხომალდის Juno-ს ბოლოდროინდელი აღმოჩენები უფრო სრულ სურათს იძლევა იუპიტერის მიმდებარე სარტყლებისა და ღრუბლის ზონების შიდა გარსის შესახებ. ასევე პოლარული ციკლონების და თუნდაც დიდი წითელი ლაქის შესახებ.