NASA-მ იუპიტერის თანამგზავრის ატმოსფეროს ხმა ჩაწერა - VIDEO

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერის თანამგზავრის, განიმედეს გვერდით ჩაფრენისას ხმა ჩაიწერა. ამის შესახებ Report.ge გამოცემა Jet Propultion Laboratory-ზე დაყრდნობით წერს.

„იუპიტერისკენ ფრენისას განიმედეს გვერდით ფრენისას ჩაწერილი აუდიოჩანაწერი დაუვიწყარი მოგზაურობის სურათს გვთავაზობს“, - ნათქვამია NASA-ს მოხსენებაში.

ხმოვანი ჩანაწერის გასაკეთებლად NASA-მ Waves-ის ტექნოლოგია გამოიყენა, რომელიც იუპიტერის მაგნიტოსფეროში წარმოქმნილ ელექტრულ და რადიოტალღებს აღრიცხავს. მეცნიერებმა მათი სიხშირე აუდიოდ გარდაქმნეს.

Jet Propultion Laboratory-ის ცნობით,  ჯუნოს კოსმოსური ხომალდის განიმედთან უახლოესი ფრენისას  კოსმოსური ხომალდი თანამგზავრის ზედაპირიდან 1038 კმ მანძილზე იყო დაშორებული და  67000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.