NASA-მ კოსმოსური "სახის" გამოსახულება დააფიქსირა - PHOTO

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) ორი გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმის პროცესი დააფიქსირა. შესაბამის ინფორმაციას "ჩანდრას" ობსერვატორია Twitter-ზე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოსმოსში ორი ერთი და იგივე ზომის გალაქტიკაა (სისტემა AM 2026-424), რომლებიც ერთმანეთს ერწყმის. 

ეს გალაქტიკები დედამიწიდან დაახლოებით 700 მილიონი სინათლის წლის მანძილის დაშორებით მდებარეობს. 

თავად გალაქტიკები გარშემორტყმულია ვარსკვლავთწარმოქმნის ინტენსიური რგოლით. მათი შერწყმა სახის ფორმას ქმნის.