NASA-მ მარსმავალ Perseverance-ის ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მარსმავალ Perseverance-ის ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. მათზე ისმის მარსის ქარის და ლაზერის სროლის ხმები, რომლებიც დაახლოებით 3 მეტრის მანძილიდან ქვის მასისკენ არის მიმართული.

”მიღებული ხმები შესანიშნავი ხარისხისაა”, - ამბობს ტულუზის ISAE Supaero- ს კოსმოსური ინჟინერიის სკოლის ლექტორი ნაომი მერდოკი.

მისი თქმით, ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე მარსის ზედაპირზე ჩაწერილ პირველ ხმებს შეისწავლიდა.