NASA-მ "სპილოს ხორთუმის" გალაქტიკის ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის  (NASA) კოსმოსურმა ტელესკოპმა "Spitzer-მა" "ცეფეუსი" თანავარსკვლავედის, გალაქტიკა IC 1396A-ის ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელესკოპის ობსერვატორია Twitter-ზე აქვეყნებს.

"სპილოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით (12 აგვისტო - რედ.), IC 1396A-ს ფოტოები გადაიღეთ", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ობსერვატორიის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ  სპილოს მსგავსი ობიექტი "სპიცერის" კოსმოსურმა ტელესკოპმა ინფრაწითელ შუქზე გადაიღო.

სპილოს ხორთუმის ფორმის გალაქტიკა დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.