ნევადაში გიგანტური ზღვის ქვეწარმავლის ნაშთები აღმოჩინეს

ამერიკელმა პალეონტოლოგებმა ნევადაში იქთიოზავრების ახალი სახეობა - გიგანტური ზღვის ქვეწარმავლები - აღმოაჩინეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Live Science წერს.

ზღვის ქვეწარმავლის თვის ქალა 2 მეტრი სიგრძისაა, ხოლო თავად არსების ზომა დაახლოებით 17 მეტრს აღწევდა. 

მკვლევარებმა პირველად  უძველესი იქთიოზავრის ნამარხი ჯერ კიდევ 1998 წელს აღმოაჩინეს, ავგუსტას მთებში, ჩრდილო-დასავლეთ ნევადაში. 

კვლევებით დადგინდა, რომ ზღვის არსება ტრიასულ პერიოდში ბინადრობდა.