Nike-მა "იესოს სპორტული ფეხსაცმელი“ გამოუშვა - VIDEO - PHOTO

ბრუკლინში მდებარე ბრენდმა, რომლის სახელწოდებაა MSCHF, კომპანია Nike-თან კოლაბორაციით Nike Air Max 97 -ის ახალი მოდელი გამოუშვა, რომელსაც „იესოს სპორტული ფეხსაცმელი“ უწოდა.

ახალ მოდელს ჯვარცმა ამშვენებს და მათეს სახარება 14:25 ერთვის.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ფეხსაცმლის ძირზე ნაკურთხი წყალია დაპკურებული, რომელის მდინარე იორდანიდან ჩამოიტანეს.

Nike Air Max 97-ს საკმევლის სუნი ასდის, რომელიც მათეს სახარების მიხედვით, ახალშობილ იესოს მოგვებმა უბოძეს.

თავდაპირველად ფეხსაცმლის ფასი 1425 დოლარს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც პირველი პარტია მომენტალურად გაიყიდა, წყვილის ღირებულება სამი ათას დოლარამდე გაძვირდა.