პეკინში ახალი საერთაშორისო მეგა-აეროპორტი იხსნება - VIDEO - PHOTO

ჩინეთის რესპუბლიკის 70 წლისთავთან დაკავშირებით, პეკინის ჩრდილოეთით ახალი უზარმაზარი საერთაშორისო აეროპორტი იხსნება. დასინის აეროპორტიდან პირველი კომერციული რეისი 20 სექტემბერს Airbus A380-ით შესრულდება.

კომპანია ვარაუდობს, რომ აეროპორტი 2025 წლისთვის 72 მილიონი მგზავრისა და 2 მილიონი ტონა ტვირთის მომსახურეობას შეძლებს. აეროპორტს 7 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ექნება, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი მგზავრისა და 4 მილიონი ტვირთის მიღებას უზრუნველყოფს.

11,5 მილიარდიანი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. სამუშაოებში 400 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.

დასინის აეროპორტი ჩინეთში ავიამიმოსვლის ახალ ერას გახსნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პეკინის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისა და ტვირთების ნაკადის მომსახურეობას ვერ აუდის.