პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი შემქმნელი გარდაიცვალა

პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი პიონერი შემოქმედი, ჩაკ პედლი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩაკი პანკრეასის სიმსივნით იყო დაავადებული. 

ინჟინერი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც MOS Technology's 6502-ის მთავარი დიზაინერი.  

MOS Technology's 6502 ერთ-ერთი პირველი იაფფასიანი პროცესორი გახლავთ (25$ 1975 წელს), რომელიც  Apple II-სა და Commodore PET-ში იყო გამოყენებული.  

ამასთან ტექნოლოგიის სხვადასხვა ვარიაციები გამოიყენეს ისეთ მოწყობილობებშო, როგორიცაა Atari 2600 და NES. 

ჩაკ პედლის დიდი დამსახურებაა, ის ფაქტი რომ, სახლის კომპიუტერები შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქტია.