პოლარულ დათვს საბჭოთა კავშირის ტანკის სახელი "T-34" დააწერეს - VIDEO

პოლარულ დათვს ბეწვზე "T-34" დააწერეს. ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა, რასაც მალევე მოჰყვა გარემოს დამცველების აღშფოთება. BBC-ის ცნობით, ვიდეო რუსეთის არქტიკულ ნაწილშია გადაღებული.

"T-34" იყო საბჭოთა კავშირის ტანკი, რომელმაც მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების წინააღმდეგ.