PS-მა ახალი კონსოლის პრეზენტაცია გამართა და ახალი თამაშებიც წარადგინა - VIDEO

თამაშის მოყვარულები დიდი ხანია წლის მთავარი კონსოლის, PlayStation 5-ის პრეზენტაციას ელოდნენ. 

კომპანია Sony პრეზენტაციის ჩასატარებლად დიდი ხნის განმავლობაში ემზდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო თარიღი არაერთხელ შეიცვალა.

საბოლოოდ კონსოლის წარდგენა 11 ივნისს შედგა, სადაც აუდიენციამ მისი მახასიათებლები და რამდენიმე ექსკლუზიური თამაშიც იხილა. Sony-მ ახალი კონსოლის ორი ვარიანტი წარმოადგინა Regular და Digital Edition. 

მისადგამს 8k გაფართოების მხარდაჭერა ექნება და ჩატვირთვის გაზრდილი სისწრაფე. ახალი დინამიური განათება კი რეალისტურ გარემოს შექმნის. 

 უცნობია კონსოლის გაყიდვაში ჩაშვების თარიღი და ფასი, თუმცა სავარაუდოდ ღირებულება 500$-ია.

Marvel’s Spider-Man: Miles Morales, Ratchet and Clank: Drift Apart, Gran Turismo 7 - PS5-ის ექსკლუზიური თამაშების არასრული ჩამონათვალია.

https://www.youtube.com/watch?v=_NH4csfipes&t=1190s