ყოველ მეხუთე ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები აქვს - UNICEF

UNICEF-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 15-დან 24 წლამდე ასაკის ყოველ მეხუთე ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ახალგაზრდებში დეპრესიისა და შფოთვის ჩამოყალიბებასთან. 

როგორც UNICEF განმარტავს, ამის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია, ჩაკეტვა და ეკონომიკური პრობლემებია.  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ახალგაზრდები შიშს და მომავლის მიმართ გაურკვევლობას განიცდიან, რის გამოც ჩნდება იმედგაცრუებები.

”ეს იყო რთული 18 თვე, ახალგაზრდები ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ: მეგობრების, გაკვეთილებისა და ჰობის გარეშე. რაც მთავარია, არავინ იცოდა რა მოხდებოდა შემდეგში ,” - ამბობს გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელიწადში დაახლოებით 45,000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა და კვების დარღვევები მოზარდებში მთავარი პრობლემებია.