რა აჩუქა პრინცმა უილიამმა ოჯახის წევრებს საშობაოდ?

პრინცმა უილიამმა მეუღლე და სამივე შვილი საშობაო საჩუქრებით გაახარა. რა აჩუქა კემბრიჯის ჰერცოგმა ოჯახის წევრებს - ამის შესახებ Report.ge გამოცემა US Weekly-ზე დაყრდნობით წერს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ბავშვებს ზედმეტად არ ანებივრებენ, შობა განსაკუთრებულ დღესასწაულს წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, 8 წლის ჯორჯმა საჩუქრად კემპინგის ნაკრები მიიღო, მათ შორის კარავი, გადამცემი რაცია და ფანარი, ხოლო 3 წლის პრინცმა ლუიმ - კედელზე ასაცოცებელი. 6 წლის შარლოტას კი მშობლებმა საბავშვო ვიდეოკამერა აჩუქეს. ასევე საჩუქრებს შორის იყო რამდენიმე სათამაშო და წიგნი.

რაც შეეხება ქეით მიდლტონს, ქმარმა მას „ლამაზი სამაჯური“ უსაჩუქრა.