რა სჭირს Messenger-ს

Facebook-ის აპლიკაცია Messenger-ის მომხმარებლებს დღეს კომუნიკაციის პრობლემა შეექმნათ. შეფერხება დღეს, 10 დეკემბრის პირველი საათიდან დაიწყო. 

DownDetector-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ Messenger-ის ბევრ მომხმარებელს, აპლიკაციაზე წვდომის პრობლემა ჰქონდა.

ერთდროულად 1200 მომხმარებელი წერდა, რომ Messenger-ში ვერ შედიოდა, ვერ გზავნიდა ტექსტურ შეტყობინებებს და ვერც ზარებს ახორციელებდა. 

მომხმარებელთა 52% მესიჯების მიღების პრობლემაზე წერდა, 30%-ს სერვერთან დაკავშირება უჭირდა, 16%-ს კი ავტორიზაციის გავლა.

ამ დრომდე, Facebook-ის ადმინისტრაციას ოფიციალური განმარტება შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.