რიყეზე ასტრონომიის ღამე გაიმართება

დღეს რიყის პარკიდან ვარსკვლავებს დააკვირდებიან. ტელესკოპებში გახედვის მსურველები ადგილზე 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ღონისძიებზე, რომელსაც "პლანეტარიუმი" მასპინძლობს, დასწრება თავისუფალია. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ეს არის საჩუქარი თბილისის მაცხოვრებლებისა და დედაქალაქის იმ სტუმრებისათვის, ვისაც ასტრონომია აინტერესებს.

ვარსკვლავებზე დაკვირვება შუაღამემდე გაგრძელდება.