როდის დაინერგება სახის ამომცნობი ტექნოლოგიები აშშ-ში

კომპანია Amazon-ის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას აშშ-ის პოლიცის განყოფილებები 1 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ. საქმე ეხება აპლიკაცია Rekognition-ს, რომელსაც კამერაზე დაფიქსირებული ადამიანის სახის ამოცნობა მარტივად შეუძლია.

კომპანიის განცხადებით, ისინი ყოველთვის აპროტესტებდნენ სახის ამოცნობის ტექნოლოგიის დანერგვას ეთიკური ნორმების დანერგვის გარეშე. Amazon-ის ერთ წლიანი მორატორიუმი ტექნოლოგიაზე კი კონგრესს საშუალებას მისცემს სათანადო კანონები და ნორმები მიიღონ.

ამასთან Amazon-ი Rekognition-ის გამოყენების უფლებას მისცემს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვების ძებნით არიან დაკავებულნი და ტრეფიკინგის მსხვერპლების გადასარჩენად მოღვაწეობენ. 

აღსანიშნავია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, აღნიშნულ ტექნოლოგიას უჭირს შავკანიანი ადამიანების ამოცნობა.