როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს გაზაფხულზე

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება შინაური ცხოველების, ძაღალების და კატების პარაზიტებზე დამუშავების თემა. 

გთავაზობთ, ვეტერინარული კლინიკა ,,აბ-ვეტ ბუნებას“ ვეტერინარის, იზი მიმინოშვილის რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მან სპეციალურად, ფეისბუქ ჯგუფისთვის ,,ფეთ-ფეთი“ მოამზადა:

"თბილი ამინდების მოახლოებასთან აუცილებლად უნდა მოხდეს ცხოველების ექტოპარაზიტებზე პრევენცია. მათ დამუშავებას ვიწყებთ ადრე გაზაფხულზე და ვასრულებთ გვიან შემოდგომით. თუ ზამთარში იქნება თბილი კლიმატი, პერიოდულად ამ პერიოდშიც აუცილებელია პრეპარატების გამოყენება.

გარეგან პარაზიტებზე დამუშავების რამდენიმე საშუალება არსებობს, ესენია: 

აბები - აბები არსებობს როგორც ერთ თვიანი ეფექტით, ასევე სამ თვიანი დაცვით. წვეთები - წვეთების გამოყენება აუცილებელია 3 კვირაში ერთხელ.სპრეი - სპრეის გამოყენება უმჯობესია მოხდეს კვირაში მხოლოდ ერთხელ - უშალოდ ქუჩაში გასვლის წინ.საყელო - საყელოს აქვს მრავალთვიანი დაცვის მექანიზმი.

ცხოველების პარაზიტებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, ცალსახად, აბის, წვეთების და საყელოს კომბინაციაა!

ორსული ცხოველების დამუშავებისგან თავი უნდა შევიკავოთ!2 თვემდე ლეკვების და კნუტების დამუშავება ხდება სპეციალური ანტიპარაზიტული პუდრით.  თუ არ მოხდა ცხოველის პარაზიტებზე სწორად და დროულად დამუშავება, არსებობს საშიშროება, რომ ძაღლი დასნეულდეს ისეთი საშიში დაავადებით, როგორიცაა ლეიშმანიოზი. მისი პრევენცია საქართველოში ხდება მხოლოდ ანტიპარაზიტული წვეთების საშუალებებით, რომლის დაწვეთება ხდება ცხოველის სხეულზე!  

ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ალერგიულ ცხოველებში, ანტიპარაზიტულმა წვეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს უკურეაქცია. ცხოველს შესაძლოა დაეწყოს სიწითლე კანზე, ქავილი და მოუსვენრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტოთ პრეპარატების გამოყენება. ამ შემთხვევაში, ხდება პრეპარატის შეცვლა და გამოყენების შემდეგ კვლავ დაკვირვება. უმჯობესია მსგავს შემთხვევაში, თავად ვეტერინარმა მოახდინოს ცხოველზე პარაზიტული საშუალებების გამოყენება.
  იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ცხოველს შეამჩნიეთ პარაზიტის ნაკბენი ან კანში ჩამჯდარი ტკიპა, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიიყვანოთ ის ვეტერინართან. არ ამოიყვანოთ ტკიპა თვითნებურად, ხელით, რადგან ამ დროს ტკიპას უნვითარდება დამცველობითი რეაქცია და ახდენს პარაზიტების ვესტიბალური აპარატიდან ორგანიზმში შეშვებას. ასევე, შესაძლოა ცხოველის კანში ჩარჩეს ტკიპის თავი, რაც გამოიწვევს დერმატიტებს და სხვა პრობლემებს. ტკიპის ნაკბენმა, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაავადება როგორიცაა - პიროპლაზმოზი და სხვა. თუ ცხოველის სხეულზე ტკიპა აღმოაჩინეთ, ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პირველ დღეს სისხლში პარაზიტი არ ჩანს,"- წერს ფეისბუქ ჯგუფ ,,ფეთ-ფეთში“ იზი  მიმინოშვილი.