როგორ წავისვათ მზისგან დამცავი კრემი, თუ მარტო ვართ - VIDEO

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომლის ავტორები აღფრთოვანებულები არიან სანაპიროზე მყოფი ქალბატონის ინოვაციით.

ის მზისგან დამცავი კრემის წასმას აპირებდა. როგორც ჩანს, მას გარშემომყოფების შეწუხება არ სურდა და გადაწყვიტა, კოსმეტიკური საშუალება ზურგზე თავად წაესვა.

ამისთვის კი საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს მიმართა და კრემის წასასმელად საღებავის მცირე ზომის გორგოლაჭი გამოიყენა.