რომელი ცხოველები გადაშენდებიან კლიმატის ცვლილების გამო

მეცნიერების განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო, ცხოველების ზოგიერთი სახეობა გადაშენების პირასაა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა ВВС წერს.

გამოცემის ინფორმაციით, არქტიკაში მცხოვრები ირემი შეიძლება გადაშენდეს, ვინაიდან ეს ცხოველები სიცხეს ვერ ეგუებიან.

როგორც  ექსპერტები განმარტავენ, ლაპლანდიური ირემი -50 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ბინადრობს.  ამიტომ, ტემპერატურის მკვეთრად მატების შემთხვევაში მათ ადაპტაცია გაუჭირდებათ.

მეცნიერები ამბობენ, რომ არქტიკა  ორჯერ მეტი სიჩქარით თბება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.