"რუსთავის აზოტი“ ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს

სს „რუსთავის აზოტი“ ორთქლის ტურბინის გენერატორს ამონტაჟებს, რომელიც წარმოებისთვის საჭირო ელექტრო-ენერგიის 20%-ს გამოიმუშავებს. ელ.სადგურის გახსნა ხვალ გაიმართება. ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

Siemens SST-300-ის ორთქლის კონდენსაციური ტურბინა ნომინალური 9.0 მვტ სიმძლავრისაა. ის ელექტროენერგიას ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს. სააქციო საზოგადოების მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიურ პროცესში გამოიყოფილი ორთქლი აქამდე არ გამოიყენებოდა და ადგილზევე იკარგებოდა.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 5.5 მლნ. ლარია.