რუსული კოსმოსური ხომალდის ნაწილი დედამიწაზე ჩამოვარდა

რუსული რაკეტის Angara-A5-ის მეორე საფეხური, მწყობრიდან გამოვიდა და დედამიწაზე ჩამოვარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Cnet წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 27 დეკემბერს გაშვებული რუსული რაკეტის ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა და ოკეანეში ჩავარდა.

კოსმოსური ხომალდი პლესეცკის კოსმოდრომიდან, 2021 წლის ბოლოს გაუშვეს. აფრენის შემდეგ, Persei-მ ჩვენი პლანეტის ორბიტამდე ვერ მიაღწია და უკან დაბრუნდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების ცნობით, რაკეტა დაახლოებით 20 ტონას იწონიდა, რომლის 75 პროცენტიც საწვავს ეკავა.