სახლი ფილმიდან "მარტო სახლში" 25 დოლარად ქირავდება

მაკკალისტერების ლეგენდარული სახლი, ამერიკული საშობაო საოჯახო კომედიური ფილმიდან  "მარტო სახლში", Airbnb-ზე ქირავდება. ამის შესახებ გამოცემა NBC News წერს.

განცხადება Airbnb-ზე კევინ მაკკალისტერის უფროსი ძმის, ბაზის სახელით 1 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

სახლი  ჩიკაგოს გარეუბანში მდებარეობს. მას აქვს ორი საძინებელი, Wi-Fi, ტელევიზორი და ბუხარი, ოთახები საშობაოდ არის მორთული.

მისი დაჯავშნა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დღით - 12 დეკემბერს არის შესაძლებელი. მისი ღირებულება კი სულ რაღაც 25$-ს შეადგენს.

სტუმრებს ბაზის როლის შემსრულებელი მსახიობი დევინ რეტრეი უმასპინძლებს. 

Airbnb-მ პირობა დადო, რომ ერთჯერად შემოწირულებას ლა რაბიდას ბავშვთა საავადმყოფოს გადაურიცხავს.