სამეფო კობრამ მატარებლით გაისეირნა

ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში სამეფო კობრამ მოგზაურობა გადაწყვიტა და მატარებელში მოკალათდა. ის შემთხვევით მატარებელზე მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა შენიშნა.

ვინაიდან კობრა, რომლის სიგრძე 3 მეტრია, ძალიან საშიშია, მემანქანემ მატარებელი გააჩერა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტები გამოიძახა.

მათ გველი გამოათრიეს და ყუთში მოათავსეს. სპეციალისტების თქმით, კობრას ტყეში დააბრუნებენ და მის სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება.

ამის შემდეგ მატარებელმა მარშრუტი გააგრძელა.