საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 90%-მდე შემცირება შესაძლებელია

პირველი ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა  საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 90%-მდე ამცირებს. ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა Lancet წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო შემთხვევათა 99%-ში  პაპილომავირუსით არის გამოწვეული. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, კიბოსწინარე ნეოპლაზმები შემცირდა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკმა 87%-ით იკლო.

HPV ვაქცინა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა უფროსი ასაკის ქალბატონებისათვის. ვინაიდან, ვაქცინა ხელს უშლის პაპილომავირუსის ორგანიზმში შეღწევას, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც ინფექცია უკვე ორგანიზმშია მოხვედრილი  პრეპარატი უძლურია.

გამოცემის ცნობით, HPV ვაქცინაციის პროგრამამ საშვილოსნოს ყელის კიბოს 450 შემთხვევის და 17000-ზე მეტი კიბოსწინარე ინციდენტის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი.