შეცდომის წყალობით კაცმა ჯეკპოტი ორჯერ მოიგო

სიდნეის მკვიდრი ლატარეის ბილეთებს ხშირად ყიდულობდა. ბილეთის შევსების დროს მან პირველი სტროფი შეავსო, შემდეგ კი მისი გადაკეთება მოისურვა, ციფრები გადახაზა, თუმცა მეორე ველში, შეცდომით, ისევ ის კომბინაცია ჩაწერა.

შედეგად მამაკაცმა ჯეკპოტი მოიგო, რომელმაც 913 599 აშშ დოლარი შეადგინა.

„შედეგად ორივე სტროფში ერთი და იგივე ციფრები მეწერა“, - განაცხადა ჯეკპოტის მფლობელმა.