შორეულ გალაქტიკაში წყალი აღმოჩინეს

ამერიკელმა ასტრონომებმა ატაკამის უდაბნოში განლაგებული ტელესკოპის, ALMA-ს გამოყენებით შორეულ გალაქტიკაში წყალი აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას სამეცნიერო გამოცემა Scitechdaily ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასტრონავტთა გუნდმა წყალი ნახშირბადის მონოქსიდთან ერთად SPT0311-58-ის სახელით ცნობილ გალაქტიკაში აღმოაჩინეს. 

ობიექტი SPT0311-58 რეალურად ორი გალაქტიკაა და პირველად იგი 2017 წელს აღმოაჩინეს. იგი განვითარების ადრეულ საფეხურზე მყოფი გალაქტიკაა, რომელიც რეიონიზაციის ეპოქით თარიღდება. ამასთან, SPT0311-58 ყველაზე შორეული, ვარსკვლავების წარმომქმნელი გალაქტიკაა, სადაც წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები დააფიქსირეს.

მეცნიერთა აზრით, SPT0311-58 არის ყველაზე მასიური გალაქტიკა ადრეულ სამყაროში. ის შეიცავს უფრო მეტ მტვრიან გაზს, ვიდრე იმავე პერიოდის გალაქტიკები. ეს შესაძლებელს ხდის უკეთ გავიგოთ, სამყაროს და მისი ყველა კომპონენტის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ.