ძმები არველაძეები: სად არის საქართველო?! - VIDEO

პანდემიის პირობებში სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებელს განტვირთვისთვის საჭირო ფოტოებითა თუ ვიდეოებით ქართველი ვარსკვლავები აქტიურად ამარაგებენ. ამჯერად ძმები არველაძეების სახალისო ვიდეო გახდა ქსელში პოპულარული. 

ვიდეოში ჩანს, როგორ მღერიან შოთი და რეზი არველაძე სიმღერას "საქართველო ლამაზო". შოთა არველაძის პოსტს დადებითი კომენტარები მოჰყვა.