სინდიოფალა თუშეთის ეროვნული პარკიდან - PHOTO

გარემოს ეროვნული სააგენტო თუშეთის ეროვნულ პარკში გადაღებული სინდიოფალას ფოტოს ავრცელებს. 

"ზამთრის სეზონის შესაფერისად გამოწყობილი დედოფალა (სინდიოფალა) თუშეთის ეროვნული პარკიდან

საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 3500მ სიმაღლემდე.

შეუძლიათ იცხოვრონ ბუჩქნარებში, ტყის მასივებსა და კლდოვან ადგილებში, ასევე ზოგჯერ შესაძლოა დასახლდნენ სოფლებსა და ქალაქის გარეუბნებშიც კი,"-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგანტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.