SpaceX-მა წარმატებით გაუშვა მისი მეხუთე რაკეტა, რომელმაც კოსმოსური ინტერნეტის, Starlink-ის თანამგზავრები ორბიტაზე განათავსა. სამწუხაროდ, კოსმოსური მოგზაურობა ცუდად დასრულდა რაკეტა-მატარებელ, Falcon 9 -ისთვის.
Falcon 9, წესით დასაშვებ პლატფორმა გემ სახელად, "რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარზე" უნდა დაშვებულიყო, თუმცა რაკეტა-მატარებელი გემს აცდა და ოკეანეში ჩაეშვა.
SpaceX-მა საკმაოდ დახვეწა მისი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების ტექნოლოგია, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევები მაინც ხდება. ეს ილონ მასკის კომპანიის პირველი მარცხი არ ყოფილა. 2018 წელს გაშვებულ რაკეტას ზუსტად იგივე ბედი ეწია და ისიც ოკეანეში ჩავარდა. წინა აპრილს კი, კომპანიამ წარმატებით დააბრუნა კოსმოსიდან Falcon-ის სამი მძიმე რაკეტა-მატარებელი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ტრანსპორტირებისას წაიქცა და ისიც ოკეანეში აღმოჩნდა.
წყარო: Engadget