SpaceX-მა კოსმოსში სატვირთო თანამგზავრი გაუშვა - VIDEO

ამერიკული კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Cargo Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ წარმატებით გაეშვა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) Twitter-ზე აქვეყნებს.

24-ე გაშვება კანავერალის კონცხზე (ფლორიდა) მდებარე კოსმოდრომიდან განხორციელდა. 

Cargo Dragon გამოეყო გადამზიდველის მეორე საფეხურს და დაიწყო დამოუკიდებელი ფრენა.

სატვირთო ხომალდი კოსმოსურ სადგურს  საკვებს და  აღჭურვილობას მიაწვდის.