სპილო, მეტსახელად ოსამა ბინ ლადენი, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა, დაიჭირეს

ინდოეთის შტატ ასამში დაიჭირეს სპილო, მეტსახელად ოსამა ბინ ლადენი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.

ინციდენტი ერთ-ერთ სოფელში ოქტომბერში მოხდა. განრისხებული სპილო ადგილობრივ მოსახლეობას დაესხა თავს და 5 ადამიანი მოკლა. ერთი თვის განმავლობაში ხალხს გარეთ გასვლის ეშინოდა.

ოპერაცია ოსამა ბინ ლადენის დასაკავებლად წარმატებით დასრულდა. დღეს ცხოველი ნაკრძალს უნდა გადაეცეს.