სტომატოლოგმა პაციენტს რეკორდულად დიდი კბილი ამოუღო

გერმანიის ქალაქ ოფენბახში სტომატოლოგმა ერთ-ერთ პაციენტს რეკორდულად დიდი კბილი ამოუღო.

მარკ ლუკასის თქმით, ერთ-ერთმა პაციენტმა მას კბილის მწვავე ტკივილით მიმართა. დათვალიერების შემდეგ სტომატოლოგმა აღმოაჩინა, რომ მისი სიგრძე 3,7 სანტიმეტრს აღწევდა.

შემთხვევა 2018 წელს მოხდა, თუმცა ლუკასმა გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად საბუთების მოგროვებას თითქმის ერთი წელი მოანდომა და სერტიფიკატი მხოლოდ გუშინ მიიღო.

საბუთი მან თავის სამუშაო კაბინეტში უკვე ჩამოკიდა.