ტაილანდში ციკლოპი ძაღლი დაიბადა - VIDEO

ტაილანდში ძაღლს, რომელიც ფუმამანების ოჯახში ცხოვრობდა, ლეკვი დაებადა. მას იშვიათი გენეტიკური მუტაცია, ციკლოპია აქვს.

ლეკვები 2 თებერვალს გაჩნდნენ. ერთ-ერთის ანომალია პატრონებმა ეგრევე შენიშნეს. მას ერთი თვალი, სახის შუაში ჰქონდა.

ფუმამანები ლეკვის ჯანმრთელობაზე ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა ვეტერინარებმა ისინი დაამშვიდეს და განუცხადეს, რომ პატარას არაფერი ემუქრება. ხედავს თუ არა ის თავისი ცალი თვალით, რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.

პატარას კევინი დაარქვეს, ერთ-ერთი მინიონის სახელი, რომელსაც, პატრონების თქმით, ლეკვი ძალიან ჰგავს.