თბილისის ნაძვის ხე ევროპის ტოპ-15-ეულში მოხვდა

თბილისის ნაძვის ხე ევროპის ულამაზეს საახალწლო მორთულობებს შორის დასახელდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Europe Best Destinations ავრცელებს.

Europe Best Destinations-ის რეიტინგის მიხედვით, დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მდგომი საახალწლო ნაძვის ხე ევროპის საახალწლო ნაძვისხეების ტოპ-15-ეულში მე-11 ადგილს იკავებს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ტურისტებისათვის ზამთრის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად სახელდება. 

"ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საშობაო პერიოდში, როდესაც განათებული და ზღაპრულად მორთული თბილისი, ჯადოსნური სადღესასწაულო ატმოსფეროთი, მყუდრო განწყობას უქმნის ქალაქის თითოეულ სტუმარს", - წერს გამოცემა. 

ევროპის ულამაზეს ნაძვის ხეებს შორის პირველ ადგილს მალტის კუნძულ გოზოზე მდგომი ხე იკავებს. მეორე და მესამე ადგილები სტრასბურგსა და ლისაბონს შორის განაწილდა.