ტეხასის მუზეუმში ტრამპის ცვილის ფიგურა დააზიანეს

ტეხასის მუზეუმში გაბრაზებულმა ვიზიტორებმა, რომლებიც ტრამპის მიმართ გრძნობების გამოსახატად სპეციალურად მივიდნენ, ცვილის ფიგურა დააზიანეს.

მუზეუმის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ყოფილი პრეზიდენტის ფიგურა ადგილიდან გაეტანა.

მუზეუმის სტუმრებმა ტრამპის სახე დააზიანეს, ასევე სხვადასხვა საგნებით სცემეს მას.

ისინი პოლიტიკოსის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ამის გამო, მუზეუმის თანამშრომლებმა ფიგურა შესაკეთებლად სათავსოში გადაიტანეს.

მუზეუმში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრამპი სათავსში მარტო არ იქნება. თანამშრომლები იქ რეგულარულად სხვა გამოჩენილი პოლიტიკოსის ქანდაკებებს შესაკეთებლად აგზავნიან.