The Lady of Heaven- რუსთავში, ბრიტანულ ფილმს იღებენ

სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, სტუდია "სარკე" ბრიტანულ მხატვრულ ფილმს The Lady of Heaven იღებს.

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია რუსთავში, ლეონიძის ქუჩა-ჩერკასისა და ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე.

ისტორიული ჟანრის მასშტაბური მხატვრული ფილმის The Lady of Heaven პროდიუსერია მეთიუ კუიპერსი, ხოლო რეჟისორი ჯონ სტივენსი.