TikTok-მა 2021 წელს Google-ს გადაუსწრო

სოციალურმა ქსელმა TikTok-მა 2021 წლის ყველაზე პოპულარული დომენების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Cloudflare წერს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ TikTok მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იყო. 2020 წელს TikTok დომენების რეიტინგში ჩამორჩებოდა Google-ს, Facebook-ს, Microsoft-ს, Apple-ს, Netflix-სა და Amazon-ს. 

Amazon-მა წელს  Netflix-ს გადაუსწრო და მეექვსედან მეხუთე ადგილზე ავიდა, ხოლო Twitter-მა WhatsApp-ს გადაუსწრო და  მეათედან მეცხრე ადგილზე გადავიდა.