Tinder-მა ახალგაზრდა გოგონა სიკვდილისგან იხსნა - PHOTO

Central European News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა მოგზაურმა, ლონია ჰეგერმა თავის გადარჩენის მიზნით Tinder-ის პროფილი შექმნდა და ადგილობრივებისგან შველა ითხოვა.

ლორია ჰეგერი პროფესიონალი სერფერი, მოთხილამურე და „თავგადასავლების მაძიებელია“. იგი ორ მეგობართან ერთად ნორვეგიის შორეულ მხარეში, ნორკდალის რეგიონში ფურგონით მოგზაურობდა, როდესაც ძლიერი სეტყვის გამო მთის ფერდობზე გაიჭედა. როდესაც გააცნობიერა, რომ სამაშველო სამსახური ძალიან შორს იყო და სწრაფად მისვლას ვერ მოახერხებდა, Tinder-ის პროფილი შექმნა და ადგილობრივი მაცხოვრებელი დაამატა. სტიან ლაულეტინი, რომელიც მახლობლად ცხოვრობდა დასახმარებლად მალევე გამოჩნდა.

„მიწერიდან ზუსტად 5 წუთში  ჩვენს გადასარჩენად ბულდოზერით მოვიდა და გზა გაგვიწმინდა“,- წერს ლორია ინსტაგრამის გვერდზე.